ეს მძიმე დაავადება ადამიანს COVID-19-სგან იცავს: ისრაელის მეცნიერების კვლევა

მეცნიერები ასახელებენ სამ ჰიპოთეზას, რომლებითაც აიხსნება, რატომ ემართებათ ნაკლებად COVID-19 ამ დაავადების მქონე ადამიანებს.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაავადება, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების რისკის შემცირება შეუძლია, იუწყება პორტალი ScienceDirect.

კვლევის თანახმად, ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანები ნაკლებად შეიძლება დაავადდნენ COVID-19-ით.

დადგინდა კვლევით: აშშ-ში COVID-19 მანამ იყო, სანამ ჩინეთი ვირუსს აღმოაჩენდა

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი იუჯინ მერზონი აღნიშნავს, რომ არსებობს სამი ჰიპოთეზა, რომელიც ამ დასკვნას ხსნის.

პირველი მიზეზი ის არის, რომ რესპირატორული ალერგია დაკავშირებულია კონკრეტული ფერმენტის მნიშვნელოვან შემცირებასთან, რომელსაც ვირუსი უჯრედში შესვლის წერტილად იყენებს.  

მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ასთმით დაავადებულთა უმეტესობა ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებს იყენებს, მათ კი კორონავირუსის რეპლიკაციის შემცირება შეუძლიათ.

გარდა ამისა, მეცნიერთა აზრით, ასთმით დაავადებულთა შემთხვევაში სოციალური ფაქტორიც მოქმედებს.

„დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს იცავდნენ ნიღბების ტარების, სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების შესახებ“, — განმარტა კვლევის ავტორმა.

ექსპერტების აზრით, ეს კვლევა შეიძლება დადებითად აისახოს დაავადების მქონე მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის პერსონალიზებული რეკომენდაციების შემუშავებაზე.