COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია იწყება

პრეზიდენტ პუტინის აზრით, რუსეთის მრეწველობა უკვე მზადაა ქვეყნის მოქალაქეთა მასშტაბური ვაქცინაციისთვის
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას 7 დეკემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა, იუწყება РИА Новости.

გაეროში რუსული ვაქცინა Sputnik V-ს პრეზენტაცია იმართება

„რამდენადაც ვიცი, ორ მილიონზე მეტი დოზა უკვე მზადაა ან რამდენიმე დღეში იქნება მზად. ამ დონეს მიაღწევს კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინის, „სპუტნიკV“-ის წარმოება. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავიწყოთ მასობრივი თუ არა, მასშტაბური ვაქცინაცია, უპირველეს ყოვლისა, ორი რისკჯგუფისა - ექიმების და მასწავლებლების“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა ამ „პირველი ნაბიჯის“ გადადგმისკენ, რადგან, მისი თქმით, რუსეთის მრეწველობა მასშტაბური ვაქცინაციისთვის მზადაა.

გოლიკოვამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს შესაძლებლობა „მასშტაბური ვაქცინაციის დეკემბერში დასაწყებად“, და დასძინა, რომ ახლა მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფების შეფასება მიმდინარეობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინები

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“, შემუშავებული გამალეის სახ. ცენტრის მიერ. ვაქცინა ორი კომპონენტისგან შედგება და ინექცია ორჯერ - სამკვირიანი შუალედით კეთდება.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის სამეცნიერო ცენტრმა „ვექტორმა“ დაასრულა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. „ვექტორის“ ვაქცინა, სახელწოდებით „ეპივაკკორონა“, კორონავირუსის საწინააღმდეგო რიგით მეორე რუსული ვაქცინაა.

ახლა პრეპარატები ცდების მესამე ეტაპს გადიან მოხალისეებზე. რუსებისთვის ორივე პრეპარატით აცრა უფასო იქნება.