ნატოში საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ალაპარაკდნენ

ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ეგიდით ჩამოყალიბდა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც „უფრო მჭიდრო თანამშრომლობის“ შესახებ ალაპარაკდნენ
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. უახლოეს ათწლეულში ნატოს ბლოკმა აუცილებლად უნდა გაააქტიუროს თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან, განაცხადეს ექსპერტებმა NATO-2030-ის მოხსენებაში, რომელიც ალიანსის გენერალური მდივნის მოთხოვნით მომზადდა.

„ნატო უნდა ისწრაფოდეს უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისა და განმტკიცებისკენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ექსპერტთა ვარაუდით, ეს დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, „რუსეთის მხრიდან მუდმივად განიცდიან საშინაო თუ გარეშე ზეწოლას“.

წლის დასაწყისში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ეგიდით ექსპერტთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. როგორც მოსალოდნელია, ეს მოხსენება მომავალში გამოყენებული იქნება ალიანსის სტრატეგიის მოსამზადებლად, რომელიც 2021 წლის სამიტზე განიხილება.

ალიანსში გაწევრიანებას საქართველოსა და უკრაინას უკვე დიდი ხანია ჰპირდებიან, მაგრამ გადაწყვეტილება ყოველთვის ჭიანურდება.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის აზრით, ნატოს ექსპერტთა განცხადება უკავშირდება რუსეთისა და თურქეთის გავლენის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში.

„საუბარი უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ალოგიკური არ არის... ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ექსპერტთა, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ჩქარობს, ვინაიდან რუსეთმა გარკვეულწილად გაიმყარა გავლენა სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის ომის შემდეგ. გავლენა გაიმყარა ასევე თურქეთმაც, დასავლეთს კი პრობლემები აქვს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ თურქეთთანაც. მათი აზრით, მოვიდა დრო გავლენის ბერკეტების ასამოქმედებლად და საქართველოსა და რუსეთის შესათრევად ნატოში ნებისმიერ ფასად“, - განუცხადა რცხილაძემ Sputnik-საქართველოს ინტერვიუში.

საქართველო და ნატო

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.

2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობდა ხელს.

 ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების ვადები არ სახელდება.

რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამ ალიანსის თავისი საზღვრების მიმართულებით გაზრდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, ის საქართველოს უსაფრთხოებას არ ამტკიცებს.