საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

პროექტის მიზანია ონკოპაციენტებში კორონავირუსთან დაკავშირებული ცვლილებებით გამოწვეული ფსიქო-ემოციური ფონის შესწავლა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების მექანიზმების სწავლება
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოება“ „საქართველოს პაციენტთა კავშირთან“ ერთად ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტს იწყებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ფსიქო-ონკოლოგიის (სფო) საზოგადოებაში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს

პროექტის მიზანია ონკოლოგიურ პაციენტებში COVID-19-თან დაკავშირებული ცვლილებებით გამოწვეული ფსიქო-ემოციური ფონის შესწავლა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების მექანიზმების სწავლება.

აქტივობას განახორციელებენ ექიმი-სპეციალისტები და ფსიქოლოგები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარება უფასოა.

ფსიქოთერაპია გულისხმობს კლიენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის ალიანსის დამყარებას, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კლიენტის ფსიქო–ემოციური მდგომარეობის გაჯანსაღებას, შინაგანი რესურსების გაძლიერებას, ცხოვრებისეული ფუნქციონირების ხარისხის ამაღლებას, შინაგანი განწყობების პოზიტიური ცვლილებას, შრომისუნარიანობის აღდგენას და ა.შ.

საქართველოში ფსიქოონკოლოგია ახლად დამკვიდრებულია და ნელ–ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება მისი მნიშვნელობა.