სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

პროფესიით ექიმი ერთ დღეს ფერწერამდე რომ მივიდა, ამაში გარკვეულ კანონზომიერებას ხედავს. წლების მანძილზე ნანახი და განცდილი ერთ დღეს ტილოებზე ისე გადაიტანა, რომ ხელოვანებიც გააოცა.
Sputnik

საუბარია ბრონქოპულმონოლოგსა და ბრონქოსკოპისტზე მზია ლეკიშვილზე, რომელიც დღეს მარტო პროფესიონალი ექიმი კი არ არის, ნიჭიერი ხელოვანიცაა...

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- ქალბატონო მზია, საუბარი ზოგადი კითხვით დავიწყოთ – ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება...

- დიახ, სამყაროში შემთხვევითი არაფერია. ალბათ გარკვეული კანონზომიერება იმაშიც იყო, რომ მე, მედიცინის სპეციალისტი, ერთ მშვენიერ დღეს ფერწერამდე მივედი. ხატვა ჩემში თავისუფლების შეგრძნებას იწვევს და იმას განმაცდევინებს, რაც ასე ძალიან მჭირდება ხოლმე.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- პროფესიულ არჩევანზე მითხარით ორი სიტყვა, რა ნიშნით გააკეთეთ თავის დროზე?

- ექიმობა 17 წლის ასაკში გადავწყვიტე, მაშინ ადამიანის გადარჩენის სურვილი მამოძრავებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ენთუზიაზმით სავსე ვიყავი, კარგი თეორიული და მწირი პრაქტიკული ცოდნით სასწრაფოში დავიწყე მუშაობა.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- როდის დარწმუნდით, რომ ექიმობა თქვენი მოწოდებაა?

- პირველივე დღეებში აღმოვჩნდი მკაცრი რეალობის წინაშე: ბევრი რთული შემთხვევა ვნახე, განვიცადე სიკვდილის მიმართ პირველი შიში, მცირე ხნით საკუთარ თავში ყოყმანის გრძნობაც მქონდა და აქედან გამომდინარე ექიმობის თავის დანებების სურვილიც. თუმცა, მეორე მხრივ, იყო ადამიანების მხრიდან წამოსული მადლიერება, პატივისცემა და ნდობა, რამაც ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩინა. თანდათან მოვიდა რწმენა და საკუთარი თავის ძალაში დავრწმუნდი...

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ყველაფერი, ანუ დაგროვილი ემოციები ფურცელზე გადაიტანეთ?

- დიახ, ალბათ ასე მოხდა. ორი წლის წინ, ერთ დღეს ხელში ფანქარი ავიღე და ვცადე დამეხატა. ქაღალდზე წარმოსახვით გოგონას პორტრეტი გაჩნდა. საკმაოდ ცოცხალი სახე გამოვიდა, თუმცა ნახატზე არ იყო შუქ-ჩრდილები, არც პროპორციები დაცული... იმდენად გამიკვირდა, რომ კარგა ხანი ვუყურებდი ნახატს და ვცდილობდი გამერკვია რანაირად გამომივიდა.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- აჩვენეთ თქვენი პირველი ნახატი ვინმეს?

- დიახ, ამ ნახატით ნაცნობ მხატვრებთან ბორია და იური სკრინიკოვებთან მივედი. მათ შეაფასეს და მითხრეს, თვალზომის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ და აუცილებლად უნდა გააგრძელოთო. თან ამიხსენეს ხატვის ელემენტარული წესები. შექებით გახარებულმა პირველივე გაკვეთილის მერე მეორე გოგონაც დავხატე. უფრო სწორედ, ერთი მოდელის სურათიდან გადავხატე. აი, ამის მერე უკვე ვეღარ გავჩერდი...

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- თუ დააკვირდით, რა ხდება ხატვის იმპულსი ან რა გიძლიერებთ მსგავს სურვილს?

- ხატვის სურვილი, რომელიც რამდენიმე წელია გამიჩნდა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს მიმძაფრდებოდა. ხშირად ვესწრებოდი თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტებს. ყოველთვის მაოცებს ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ბგერებით გადმოიცეს ადამიანური ემოციები, განწყობა, შფოთვა, თანაც უფრო ღრმად, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლია.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- სიზმრის სიუჟეტი გადაგიხატავთ?

- სიზმარი არა, მაგრამ ჩაძინების წინ ზოგჯერ საოცარ ფერებს ვხედავ ხოლმე და ვიმახსოვრებ.

- ზეთში ხატვაც ამიტომ დაიწყეთ?

- ზეთში ერთი წელია, რაც ვხატავ და ძალიან მიზიდავს. ხატვას რომ ვიწყებ, თავად არ ვიცი რა გამოვა. რაღაც იდეით ვიწყებ და შემდეგ თითქოს გარდასახვა იწყება. მეც სიტყვებს მიღმა არსებულ შეუცნობ სამყაროში „გადავდივარ“...

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- საინტერესოა, როგორც ექიმი, თავად როგორ ხსნით ამ მოვლენას?

- როგორ გითხრათ, ჩემი პროფესიის გამო უამრავ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ ქრონიკული პაციენტები, ჯანმრთელები, მომაკვდავები, მათი ახლობლები. ყოველდღე ვხედავდი მათ სახეზე გამოსახულ ემოციებს: იმედს, შიშს, გაურკვევლობას... ეს ყველაფერი ალბათ გროვდებოდა ჩემში. ერთხელაც სიცოცხლისა და სიკვდილის განსხვავებული, ჩემეული აღქმა გამიჩნდა.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- ეს ემოციები და თქვენეული აღქმა კარგად ჩანს თქვენს პორტრეტებში...

- ადამიანი საოცარი ქმნილებაა, ძალიან გამძლე და ძლიერი, თუმცა ამავე დროს ფაქიზი, სუსტი და მყიფე. პორტრეტებში განსხვავებული გამოხედვის დაფიქსირება მიყვარს ხოლმე...

- პაციენტებს რა სიტყვებით ანუგეშებთ?

- ხშირად ასე ვეუბნები: ნუ გეშინიათ, მენდეთ. ქვეყნად ყველაზე დიდი სიკეთე ნუგეში და თანაგრძნობაა.

სამყაროში შემთხვევითი არაფერია, ანუ ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „ლოკდაუნი“

- ალბათ ადამიანებისადმი სწორედ ეს თანაგრძნობა ჩანს ბოლო დროს შექმნილ თქვენს ნახატში lockdown...

- ამ ნახატს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად ასეთი მძიმე თემატიკისა, მან მნახველებში იმედის გრძნობა გააჩინა და სასიამოვნო მოგონებებიც კი აღძრა. მომწერეს, „ლოკდაუნი" თუ ასეთი იქნება, ავიტანთო. ამ ნახატზე სინათლე ჩანს ფანჯრებში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩემი „ლოკდაუნიც“ ამიტომ გამოვიდა ასეთი ფერადი და იმედიანი, მჯერა, ესეც გაივლის...