„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, რაც დღეს პარლამენტთან გააპროტესტეს.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

საპროტესტო აქცია მოძრაობის „საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მშვიდობიანი აქციის გამართვაც დააანონსეს. 

„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.