ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი შეასრულა

ქართველი ფორვარდი ეროვნული პირველობის ბომბარდირთა რბოლაში კიდევ რამდენიმე სხვა ფეხბურთელთან ერთად ლიდერობს
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და კვიპროსის „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ XII  ტურის მატში „ენოსისის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

პირველი ორი გოლი ქართველმა ფორვარდმა მე-13 და 53-ე წუთებზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. „ენოსისის“ კარში მესამე გოლი ქვილითაიამ 73-ე წუთზე გაგზავნა. საბოლოო ჯამში „ანორთოსისმა“ ანგარიშით 4:2 მოიგო.

თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ამ ჩემპიონატში ქვილითაიას „ანორთოსისის“ შემადგენლობაში აქვს ჩატარებული 8 მატჩი და გატანილი 6 გოლი. ამ შედეგით ქართველი ფორვარდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ეროვნული პირველობის რბოლაში ლიდერობს.

ქვილითაია „ანორთოსისს“ მიმდინარე წლის ივნისში შეუერთდა. ის კვიპროსის გუნდში ბელგიის „გენტიდან“ გადავიდა.

რაც შეეხება „ანორთოსისს“, რომლის მთავარი მწვრთნელია თემურ ქეცბაია, XII ჩატარებული ტურის შემდეგ კლუბი ფამაგუსტადან 26 ქულით ჩემპიონატის ცხრილის სათავეშია მოქცეული.