COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობის აუცილებელი მინიმუმი: ჯანმომ რეკომენდაციები შეცვალა

როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, მსოფლიოს მოსახლეობა უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, ყოველწლიურად პლანეტაზე 5 მილიონი სიკვდილით ნაკლები დაფიქსირდებოდა.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ფიზიკური აქტივობის ნორმების მიხედვით რეკომენდაციები შეცვალა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

გახდომის საიდუმლო ცოლ-ქმრისგან, რომლებმაც 10 თვეში ჯამში 90 კგ დაიკლეს: შეადარეთ ფოტოები

ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სულ მცირე 150-300 წუთით საშუალო ინტენსივობის აქტიურობა. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი დღეში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები 60 წუთის განმავლობაში.

ხანდაზმულ ადამიანებს (65 წლის და მეტი) ეძლევა რეკომენდაცია გამოიყენონ აქტივობების ისეთი ტიპები, რომლებიც ხელს უწყობს წონასწორობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, ასევე კუნთების გამაგრებას.

„რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკისთვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის და კიბოს მკურნალობის ხელშეწყობისას, ასევე დეპრესიის და შფოთვის სიმპტომების შემცირების, კოგნიტიური უნარების დაქვეითების შენელების, მეხსიერების გაუმჯობესების და ტვინის ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის“, – აღნიშნავს ჯანმო.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, ფიზიკურ აქტივობას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია – ეს ცხოვრების გახანგრძლივებას და ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე: ექიმი გვირჩევს

„ყველა მოძრაობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში ვცხოვრობთ. ყველამ ყოველდღე უნდა ვიმოძრაოთ, უსაფრთხოდ და შემოქმედებითად“, – ციტირებს მის სიტყვებს ჯანმო.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა და შეიძლება შესრულდეს როგორც სამუშაოს, სპორტისა და დასვენების ან გადაადგილების (სიარული, ველოსიპედით გადაადგილება) ნაწილი, ისე ცეკვების, თამაშების ან ყოველდღიური საშინაო საქმეების დროს, მაგალითად, მუშაობა ბაღში და დალაგება.