თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4.780 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.863 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.
აჭარა – 664, იმერეთი – 648, ქვემო ქართლი – 319, შიდა ქართლი – 259, გურია – 102, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 385, კახეთი – 280, მცხეთა-მთიანეთი – 128, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის საქართველოში 20.013 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.251 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.724, აჭარაში – 1.020, იმერეთში – 1.219.
კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3.863 ადამიანი, მათ შორის 1.266 – თბილისში, 2.039 – აჭარაში, 278 – იმერეთში.
976 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 375 პირი, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 49, იმერეთში – 45. ბინაზე 9.899 პირი მკურნალობს.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 1.034, იმერეთში – 35.
თვითიზოლაციაში იმყოფება 53.544 პირი, საიდანაც თბილისშია 18.087 ადამიანი, აჭარაში – 14.450, იმერეთში – 4.816.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.