COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 102.270 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.161, კარანტინის რეჟიმშია 2.114, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.251 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.863 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.780-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123.470-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 102.270 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.161, კარანტინის რეჟიმშია 2.114, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.251 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.863 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.