უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ხუთშაბათს.

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ამას გარდა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც. პრემიერის განცხადებით, ოჯახები, რომლებსაც კეთილდღეობის შკალით 65.000-დან 100.000 ქულამდე აქვთ, დაახლოებით 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში (ანუ თვეში 100 ლარს).

ასეთივე ოდენობის დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ და მათი ქულა 100.000-მდეა, ასევე დახმარება გამოიყოფა მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის 3–4 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100-ზე მეტი პაციენტი.