საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრებ ვაჟს შვილი შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი 68 წლის ასაკში ბებია პირველად გახდა. მან ამის შესახებ Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა. „დაიბადა მარიამ გუგუშვილი-გორჯესტანი“, - დაწერა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკვე მილოცვებს იღებს. პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის შვილები – ქალ-ვაჟი ქეთევანი და თემური საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის შვილი. მას შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა.