მაია ასათიანმა ფავორიტი მამაკაცის ვიდეო გამოაქვეყნა. ჟურნალისტისთვის სასურველი კაცი ნოდიკო ტატიშვილი აღმოჩნდა, რომელსა მაია ასათიანი ახალ ბინაში ესტუმრა. ვიდეომაც არ დააყოვნა. ჟურნალისტი კეთილი სიტყვებითა და სრული გულახდილობით აცხადებს, რომ ნოდიკო მისთვის იდეალური მამაკაცია და სწორედ ასეთი სურს ჰყავდეს გვერდით.
„აი, ჩემ წარმოდგენაში კაცი უნდა იყოს ასეთი და იდეალური ქმარიც. ნახეთ რა ლამაზი სუფრა გაგვიშალა, რა საოცარი სახლი აქვს და თვითონაც რა ლამაზია“, – ამბობს მაია. ამ დროს კი ნოდიკო ტატიშვილი კეთილმოწყობილ სამზარეულოში დგას და მოულოდნელ სტუმარს ყავას უმზადებს.
პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.
სითამამით გამორჩეული ჟურნალისტის ცხოვრება დრამატულად ვითარდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაიამ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახალი ცხოვრება დაიწყო.