ყვითელი ამბები

„მე და ჩემი ბავშვი“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

ნანუკა გოგიჩაიშვილის ერთი დღე სახლში და გამოქვეყნებული უთბილესი ვიდეო. ნახეთ ვის თვლის საკუთარ ბავშვად მოდელი და ტელეწამყვანი.
Sputnik

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram-დან შეიტყო. 2019 წელი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ერთდროულად იყო ძალიან სევდიანი და ამავე დროს სასიხარულო.

უმშვენიერესი მოდელის მამა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა სწორედ გასულ წელს დაიღუპა. ის მძიმე სენს ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მას საყვარელმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად ხელი სთხოვა.

წყვილს გრანდიოზული ქორწილიც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გოგიჩას გარდაცვალების გამო ცერემონია დროებით გადაიდო. მოგვიანებით წყვილმა მოკრძალებული ჯვრისწერის ცერემონია გადაიხადა.

სოციალურ ქსელში აქტიური ნანუკა უახლეს ვიდეოს საკუთარი საძინებლიდან აქვეყნებს. მეუღლის მაგივრად მას საწოლში გვერდი პატარა ძაღლმა დაუმშვენა. „ჰაკუ“ – ასე ეძახიან ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წევრს. „მე და ჩემი ბავშვი“, – დაწერა ნანუკამ.

„მე და ჩემი რვაფეხა მეგობრის, პატარა მიქსერის, რომელიც სულ დარბის და არ ჩერდება, პატარა გურული თეთრი ვარდის ფურცლის დაბადების დღეა! 1 წლის გახდა ჩვენი პატარა თოვლის კაცი, როგორც მამა ეძახის... მიულოცეთ პატარა ჰაკუს და სურვილების ასრულება უსურვეთ!“ – ასეთი სიყვარულით აღნიშნავენ „ჰაკუს“ იუბილეს.

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას Instagram-ზე სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე – გამოაქვეყნა ვი­დეო წარ­წე­რით: „გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ“.

ბოლო წლე­ბია მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ ხელის თხოვნის ვიდეო გამოაქვეყნა.