სამყარო კორონავირუსის ხაფანგში: რა ხდება ევროპის ქვეყნებში – ფოტო

Sputnik

მთელ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში ლიდერობენ საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. იხილეთ ფოტოკადრები, როგორ ცდილობენ ეს სახელმწიფოები კორონავირუსთან გამკლავებას. ამავდროულად ევროპაში გრძელდება საპროტესტო აქციები დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ.

1 / 20
მადრიდის ასაკოვანი მკვიდრები პირბადეებით ბანქოს თამაშობენ ღია ცის ქვეშ
2 / 20
ასე გამოიყურება ერთ-ერთი ტერმინალი მიუნხენის აეროპორტში კორონავირუსის პანდემიის დროს
3 / 20
ლონდონელები პირბადეებით მიდიან ქუჩაში. ქალაქში ყველგან განთავსებულია ბანერები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
4 / 20
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პანდემიის დროს ონლაინ-კონფერენციაზე. გერმანიაში უკვე 944 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე დიდია, მეზობელ ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა 14 ათასს გადააჭარბა
5 / 20
„პისიარ“ ტესტირება იტალიის ჩრდილოეთში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, რომელიც COVID-19-თან საბრძოლველ ცენტრად იქცა. იტალიაში დარეგისტრირებულია ინფიცირების დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა და 50 ათასზე მეტი სიკვდილი
6 / 20
ასე სეირნობენ ფრანკფურტის პარკში პანდემიის დროს
7 / 20
ექიმები ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ
8 / 20
ქუჩაში პირბადეებს იყენებენ მადრიდის მკვიდრებიც. ამ ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 1,5 მილიონს, ხოლო სიკვდილიანობის რაოდენობა 43 ათასს უახლოვდება
9 / 20
დიდ ბრიტანეთში 1,5 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, 55 ათასზე მეტი უკვე გარდაიცვალა
10 / 20
მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, ლონდონში საშობაო მზადება მიდის, თუმცა, ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს სადღესასწაულო განწყობა
11 / 20
ესპამნეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ იანვრიდან ქვეყანაში დაიწყება ვაქცინაცია. მანამდე მადრიდის მკვიდრები თავს პირბადეებით იცავენ
12 / 20
მედდა მარტა ფერნანდესი საკუთარ პაციენტთან, 94 წლის მარია ტერეზა არგულოსთან პალატაში. ყველაზე საშინელი ამ პანდემიაში ისაა, თუ როგორ ებრძვიან პაციენტები მას მარტოდმარტო. ყველაზე რთული კი იმის ყურებაა, როგორ ტოვებს მათ სიცოცხლე მარტოობაში“, - ამბობს ფერნანდესი
13 / 20
ამავდროულად, მადრიდის ქუჩებში სოციალურ დისტანციას მკაცრად იცავენ
14 / 20
თუმცა ყველა არ ეთანხმება შეზღუდვებს და არ სურთ მათ დაემორჩილონ. ფოტოზე - ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ბერლინში
15 / 20
შეზღუდვებისა და აკრძალვების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, გერმანია
16 / 20
საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთშიც. ამ ქვეყანაში უკვე 2,2 მილიონამდე დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ათასამდე ადამიანი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი შეზღუდვების წინააღმდეგია. ფოტოზე - აქცია ლიონში
17 / 20
მიტინგის მონაწილეები ლიონში აპროტესტებენ ბარების, რესტორნების, მაღაზიებისა და ღამის კლუბების დაკეტვას
18 / 20
ამასთან, მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა, ყველა დემონსტრანტი არ იყენებს პირბადეს
19 / 20
ხოლო პოლიციელები, რომლებიც წესრიგის დამყარებას ცდილობენ, პირბადეებსა და რესპირატორებს იყენებენ. ფოტოზე - გერმანიის სპეცრაზმი
20 / 20
ფოტოზე ლაბორატორიის თანამშრომელი უჩვენებს ექსპრეს-ტესტს მიუნხენის აეროპორტში. ამ ტესტებს საექსპერიმენტო რეჟიმში გამოიყენებს კომპანია ლუფთჰანზა მიუნხენსა და ჰამბურგს შორის რეისების მგზავრების შესამოწმებლად