მოსაზრება: რისთვის შეჰყავს თურქეთს ჯარები აზერბაიჯანში

თურქული ჯარების შეყვანა აზერბაიჯანში სამშვიდობო მისიის საბაბით მეტყველებს ანკარის სწრაფვაზე, გაზარდოს სამხედრო–პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიასა და კასპიისპირა რეგიონში, განიმტკიცოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე.
Sputnik

მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად ერთი წელი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვართ მოწმეები ნატოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყოფნის მორიგი, აღმოსავლურად ჩახლართული ეტაპისა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარიმ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის სახმელეთო ჯარებმა დაამთავრეს სამზადისი და მალე აზერბაიჯანში იქნებიან გადასროლილი რესპუბლიკის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ.

მიმოხილვა: სამშვიდობო ოპერაციების რეიტინგი მთიან ყარაბაღში

მან ასევე ისაუბრა თურქეთის „ლიდერობაზე საერთაშორისო არენაზე“, რომლისკენ მიმავალ გზაზეც „თურქეთის შეიარაღებული ძალები რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდს გადიან“.

აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. შევნიშნავთ, რომ თურქეთის არმიის დანაყოფების აზერბაიჯანში პერმანენტული და პრაქტიკულად მუდმივი ყოფნა ანკარისა და ბაქოს სამხედრო და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში ხდება. ოფიცერთა მორიგი ჯგუფის გაგზავნა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლის რუსეთ–თურქეთის ერთობლივი ცენტრის მუშაობის ფარგლებში, დიდი ალბათობით, არც პრეზიდენტის ბრძანებულებას მოითხოვდა და არც საპარლამენტო განხილვებს.

ანკარამ და მოსკოვმა 11 ნოემბერს მოაწერეს ხელი მემორანდუმს ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ და ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნაზე. მაგრამ მერე აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა — ილჰამ ალიევმა და რეჯეფ ერდოღანმა არაერთხელ განაცხადეს თურქული ჯარების მონაწილეობით „ერთობლივი სამშვიდობო მისიის“ თაობაზე.

აშკარაა, მოსკოვის თხოვნა, არ შეიყვანონ „ცხელ“ რეგიონში თურქული ჯარები, ანკარამ და ბაქომ რბილად დააიგნორეს. თურქეთის სახმელეთო ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშკარად ემზადება კიდევ სხვა რაღაცისთვის, გარდა ერთობლივი ცენტრის ფარგლებში რუსეთთან ერთად მოქმედებისა.

მოსაზრება: თურქი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში – ყოფნა–არყოფნა

წარმატების არბიტრაჟი

თურქეთს არ აქვს სტრატეგიული მიზეზი, წამოიწყოს მასშტაბური კონფლიქტი რუსეთთან სამხრეთ კავკასიაში (აქ წარმატება ნაკლებად დამაჯერებელია, ხოლო ნეგატიური შედეგები ანკარას გარანტირებული აქვს). უფრო ეფექტური და უსაფრთხო — რეგიონში აზერბაიჯანთან ორმხრივი სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის, ან „სამშვიდობო მისიის“ საბაბით შეღწევაა. მეორე მხრივ, ბაქოსთვის დახმარების გაწევა შეიძლება სამომავლო მიზნებით ხდებოდეს.

თურქული ჯარების მოქმედება მთიან ყარაბაღში არც ერთი შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, არც აზერბაიჯანი–სომხეთი–რუსეთის სამმხრივი შეთანხმებით. თავად აზერბაიჯანში თურქი სამხედროების ყოფნა იურიდიულად პოსტფაქტუმ არის გაფორმებული — რუსეთის ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 სამხედრო სექტემბრის ბოლოდან იმყოფებოდა. თურქი გენერლები და ოფიცრები მრჩევლების სახით მოქმედებდნენ მართვის მთელ ვერტიკალზე — აზერბაიჯანის გენშტაბიდან პოლკის რგოლის შტაბებამდე. აზერბაიჯანისთვის კონფლიქტში ანკარის ერთმნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა უფლებას არ აძლევს თურქეთის არმიას, პრეტენზია ჰქონდეს ყარაბაღში მშვიდობისმყოფლობაზე ან გამიჯვნის ხაზზე ერთობლივ პატრულირებაში ნებისმიერ მონაწილეობაზე. თუმცა ვარიანტები შესაძლებელია.

მოსაზრება: სომხეთის სამხედრო შეცდომები ყარაბაღში

თურქეთი პრაქტიკულად უკვე მკვიდრად „დამაგრდა“ აზერბაიჯანში. შემდგომში თურქული ჯარები შეიძლება წლების განმავლობაში დარჩნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე — ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამით საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაირღვევა, თუმცა მშვიდობის გარანტიას არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, ბაქოსა და ანკარას შესაძლოა ყველაფრის უფლების ილუზია გაუჩნდეთ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მიმართ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა „ადგილებზე დამატებითი სადამკვირვებლო განყოფილებების“ თაობაზე. დასაყურადებელია აზერბაიჯანიდან სირიელი პროთურქი ბოევიკების გაყვანაზე ინფორმაციის არარსებობაც. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ „აზერბაიჯანელი ძმების წარმატების არბიტრაჟი“ (მინისტრ ჰულისი აკარის ფრაზა) წარმატებისგან თავბრუსხვევად არ გადაიქცეს.

მომავლის კონტურები

ანკარას „თურქული სამყაროს“ შენების გლობალური გეგმები აქვს. პერსპექტივაში არ გამოირიცხება თურქული ინტერესებისა და ძალის აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ პროექცია — კასპიის რეგიონსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მთიანი ყარაბაღი: რუსი სამშვიდობოების მისიის თავისებურებები

ფლობს რა საკმაოდ მძლავრ შეიარაღებულ ძალებს — 355 ათასი სამხედრო, 2600-ზე მეტი ტანკი, 270 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი F-16 და დამსახურებული მე-11 ადგილი Global Firepower-ის მსოფლიო რეიტინგში, თურქეთი აქტიურად ზრდის თვითმფრინავების, დრონების, რაკეტებისა და ტანკების საკუთარ წარმოებას. გასული 15 წლის განმავლობაში თურქული თავდაცვითი საწარმოების რაოდენობა 56-დან 1500-მდე გაიზარდა, მთავრობა მართავს სამხედრო–სამრეწველო კომპლექსების 75 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამებს. ანკარა ყიდულობს ბევრ უცხოურ იარაღს. თურქეთის თავდაცვითი ბიუჯეტი 18 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, რაც 2020 წლის ბიუჯეტში საერთო ხარჯების 13%-ს შეადგენს.

თურქეთი აქტიურად იყენებს სამხედრო ინსტრუმენტებს სირიის ჩრდილოეთსა და ლიბიაში. სხვა ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ, პრეტენზია აქვს ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე (ნახშირწყალბადების მოპოვება). ამგვარად, აზერბაიჯანი (რომელსაც ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგები გააჩნია) ხდება მოედანი თურქეთის სრულიად განსაზღვრული, ექსპანსიური და აგრესიული პოლიტიკის განვითარებისთვის. ამგვარი „დაძმობილება“ კიდევ იმითაა სახიფათო, რომ ანკარის ზურგს უკან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ილანდება, რომელიც მდუმარედ უჭერს მხარს ერდოღანის „სკანდალს“ ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში.

მოსაზრება: მთიანი ყარაბაღი შესაძლოა „მექად“ იქცეს ტერორისტებისთვის

რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში მშვიდობისა და წესიგის აღდგენისთვის იღწვიან, თურქეთი კი ცდილობს აზერბაიჯანში ერთგვარი სამხედრო ინფრაქსტრუქტურა შექმნას და განიმტკიცოს სამხედრო ჩარევის უფლება სამხრეთ კავკასიაში. ანკარის ყარაბაღულ პროექტს მხოლოდ ლოგისტიკა აუფერულებს. აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთობლივი სახმელეთო საზღვრის მცირე მონაკვეთი აქვთ თურქული პროვინცია იგდირის შესაყარზე, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკაში, რომელიც საკმაოდ იზოლირებულია „დიდი აზერბაიჯანისგან“. ჯარების, შეიარაღებისა და მარაგების სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავებით გადატანის (ძალიან ძვირი სიამოვნება) შეთანხმება სომხეთთან, საქართველოსთან (უფრო მეტად სავარაუდო მარშრუტი) ან ირანთან მოუწევთ. და ნებისმიერ გეოპოლიტიკურ წყობაში თურქეთს რუსეთის მყარი პოზიციების გათვალისწინება მოუწევს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს