ცესკომ ყველა უბნის დათვლის შედეგად წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში მოიგეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი მიიღეს
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ცესკოში ყველა ოქმის დამუშავების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში გაიმარჯვეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი მიიღეს, ამის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებშია ნათქვამი.

ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდის ოლქში ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 93,88% მიიღო, ხოლო ყველაზე  ნაკლები - ანზორ ბოლქვაძემ ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს ოლქში - მას მხარი დაუჭირეს ამომრჩეველთა 88,18%-მა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და მხარდამჭერებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, მისმა კანდიდატებმა მაინც ხმების 6%-დან 12%-მდე მიიღეს.

მეორე ტური მიმდინარეობდა ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე - უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ ამომრჩეველთა 26,29% მივიდა.

არჩევნების შედეგები თბილისში:

ოლქი       აქტივობა, %მმართველი პარტიის კანდიდატიოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა-კრწანისი22,44%ბექა ოდიშარია, 91,57%შალვა შავგულიძე("ევროპული საქართველო"), 8,43%
ვაკე 21,68%ნოდარ ტურძელაძე, 93,72%ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო"), 6,28%
საბურთალო   21,07%დავით სერგეენკო, 89,92%ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები"), 10,08%
ისანი        21,55%კახა კახიშვილი, 92,15%ხატია დეკანოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"),7,85%
სამგორი  22,77%სოზარ სუბარი, 88,68%ლევან ხაბეიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), 11,32%
დიდუბე-ჩუღურეთი25,02%გია ვოლსკი, 89,95%ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი"), 10,05%
ნაძალადევი    20,04%მიხეილ ყაველაშვილი, 91,4%შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია"), 8,6%
გლდანი  20,5%ლევან კობიაშვილი, 89,36%ნიკა მელია  ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), 10,64%

არჩევნების შედეგები რეგიონებში:

ოლქიაქტივობა, %მმართველი პარტიის კანდიდატიოპოზიციის კანდიდატი
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი33,72%ირაკლი ქადაგიშვილი, 88,83%გიორგი ბოტკოველი, 11,17%
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი32,49%შალვა კერესელიძე, 92,53%ცეზარ ჩოჩელი, 7,47%
რუსთავი, გარდაბანი29,23%ნინო ლაცაბიძე, 89,79%დავით კირკიტაძე, 10,21%
ხაშური-ქარელი33,21%ზაალ დუგლაძე, 91,72%ნატო ჩხეიძე, 8,28%
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი34,51%ბეჟან წაკაძე, 91,94%კახა გეწაძე, 8,06%
ქუთაისი 21,83%ზაზა ლომინაძე, 91,92%გრიგოლ ვაშაძე, 8,08%
ზუგდიდი       28,58%ირაკლი ჩიქოვანი, 93,88%მალხაზ ჯალაღონია, 6,12%
ბათუმი   24,35%რესან კონცელიძე, 87,81%ლევან ვარშალომიძე, 12,19%
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო39,29%ანზორ ბოლქვაძე, 88,19% მიშა ბოლქვაძე, 11,81%


რაც შეეხება ქუთაისს, იქ მერის არჩევნები გაიმართა და გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა - 92,02%, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გრიფოლ შუშანიამ 7,98% დააგროვა.

ამ დროისათვის ცესკოში შესულია 15 საჩივარი, თითოეულს საოლქო კომისიები განიხილავენ. საჩივრების ნახვა შესაძლებელია ცესკოს ვებგვერდზე ცალკე გრაფაში.

არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.