მთვარის კალენდარი: 21 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 21 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა>>

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კავშირების დამყარება, სააგიტაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, გასაუბრება, კონფერენციების გამართვა, სიტყვის ძალის გამოყენება და სხვების დარწმუნება რამე საკითხში, სიტყვებზე დაფიქრება, შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა და მათი სპონსორობა.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

არარეკომენდებულია ეჭვების გამოთქმა და საშიშროების გრძნობაზე ლაპარაკი, ვინმეს დარწმუნების გადაჭარბებული მცდელობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს მცენარეების დარგვა და გადარგვა.