საქართველოდან თხილის ექსპორტი იზრდება

2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოდან 10,2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა 1 გვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, რომლის ღირებულებამ 53,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი გაიზარდა

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით – 39%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 50%-ით გაიზარდა და 17,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება. კერძოდ, გერმანიაში (2 997 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), რუსეთში (496 ტონა), სომხეთში (497 ტონა), თურქეთში (530).

უწყების ცნობით, 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, საქართველოში თხილის წარმოება და, შესაბამისად, ექსპორტი მცირდებოდა. 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა მინიმალურ ნიშნულს – 17 ათას ტონას მიაღწია.