ეროვნულ გუნდს ესტონეთთან მატჩამდე კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოსა და ესტონეთს შორის შეხვედრა დღეს ბორის ბაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებულს კი სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა გამოავლენს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან გასამართი მატჩის წინ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

დღევანდელი შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ განაცხადში ვერ მოხვდნენ გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი.

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: მოტივაციის გარეშე თამაში რთულია, თუმცა ვეცდებით მოგებას>>

ესტონეთთან შეხვედრისთვის მზადების პროცესში ვერ ჩაერთო კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ნაკრებს კორონავირუსით ინფიცირების გამო კვლავ ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. ტრავმის გამო ესტონეთთან ასევე ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

ფინალი კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე – ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მატჩისთვის განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია", ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო", თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია („სან ხოსე" ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე", ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი", ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში", ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ოვიედო", ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი)

ვლადიმერ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა – ცნობილი გახდა მისი შემცვლელი ესტონეთთან მატჩზე

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე" ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი).

ეროვნულმა ნაკრებმა წინა მატჩი სომხეთთან გამართა და 1–2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რის შემდეგაც სლოვაკი სპეციალისტი 39 წლის რამაზ სვანაძემ ჩაანაცვლა. სვანაძე ასევე საქართველოს ასაკობრივ (U19) ნაკრებს უდგას სათავეში. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ახალი მწვრთნელის ძიება უკვე მიმდინარეობს.

ვლადიმერ ვაისი: ხუთი წელი ქართული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე – ფოტო>>

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო წაგებული მატჩის შემდეგ ქვეჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას „ერთა ლიგის“ გათამაშების მე-6, ბოლო ტურის შეხვედრას ესტონეთის წინააღმდეგ დღეს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.