მსოფლიო დღეს

დაუთვლელი ბიულეტენები ჯორჯიის კიდევ ერთ საარჩევნო ოლქში აღმოაჩინეს

მანამდე 2,6 ათასზე მეტი დაუთვლელი ბიულეტენი აღმოაჩინეს ჯორჯიის ერთ-ერთ ოლქში, რაც ოლქის საარჩევო კომისიაში სკანირების აპარატის გაუმართაობას მიაწერეს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ჯორჯიის შტატის ფლოიდის ოლქის შემდეგ დაუთვლელი საარჩევნო ბიულეტენები აღმოჩენილია ფაიეტის ოლქშიც, იუწყება Associated Press ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ჯორჯიაში ათასობით დაუთვლელი ბიულეტენები აღმოაჩინეს: ხმების გადათვლა გრძელდება

საუბარია 2 755 ამომრჩევლის ბიულეტენზე, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ვადამდე მისცეს.

ოლქის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის თქმით, ეს ბიულეტენები მიღებისას სკანირებული იყო, თუმცა უბნების თანამშრომლებმა, უცნობი მიზეზით, არ გაითვალისწინეს ისინი ხმების დათვლის პროცესში. ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევითი შეცდომა იყო.

მანამდე 2,6 ათასზე მეტი დაუთვლელი ბიულეტენი აღმოაჩინეს ჯორჯიის კიდევ ერთ, ფლოიდის ოლქში, რაც, სავარაუდოდ, ბიულეტენების სკანერის აპარატის გაუმართაობის გამო მოხდა.

ამ დროისათვის შტატში ხმების თავიდან გადათვლა გრძელდება. არსებული მონაცემებით, ჯორჯიის ამომრჩეველთა 49,2% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო 49,5% – ჯო ბაიდენს.  

საქმე მანძილშია: პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა>>

ჯორჯია (16 ელექტორალური ხმა) ერთ-ერთია იმ ოთხი შტატიდან, რომლებშიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვრონ არჩევნების საბოლოო შედეგი. ჯორჯიაში კენჭისყრის შედეგების ოფიციალური დადასტურების ვადა 20 ნოემბერს იწურება.