ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძეს რამდენიმე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და ის დღეიდან თვითიზოლაციაში გადავიდა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 85 952 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68 929, გარდაიცვალა 778 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2 797, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 662 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 351 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.