ვინ, სად, როდის: ცესკომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები იმ შემთხვევაში ტარდება, თუ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური საქართველოს 17 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. ძირითადად, მასში გავიდნენ კანდიდატები მმართველი პარტიიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

საქართველოს ცესკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

საქართველოს კანონმდებლობით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობს, ინიშნება იმ ოლქში, სადაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური თბილისის რვავე ოლქში, სადაც ოპოზიციამ არჩევნების წინ ერთიანი კანდიდატების დაყენებაზე შეთანხმდა. სიურპრიზი გახდა მეორე ტურში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გადასვლა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებაში იმ მომენტში არ მონაწილეობდა.

ოლქი„ქართული ოცნების“ კანდიდატიოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა, კრწანისიბექა ოდიშარიაშალვა შავგულიძე „ევროპული საქართველო"
ვაკე ნოდარ ტურძელაძეელენე ხოშტარია „ევროპული საქართველო"
საბურთალო  დავით სერგეენკოალექსანდრე ელისაშვილი „მოქალაქეები"
ისანი        კახა კახიშვილიხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
სამგორი  სოზარ სუბარილევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
დიდუბე, ჩუღურეთიგიორგი ვოლსკიზურაბ გირჩი ჯაფარიძე „გირჩი“
ნაძალადევი  მიხეილ ყაველაშვილიშალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია
გლდანილევან კობიაშვილი ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 ასევე მეორე ტურები იქნება რამდენიმე რეგიონში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ოლქი       „ქართული ოცნების“კანდიდატი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხიირაკლი ქადაგიშვილიგიორგი ბოტკოველი
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგიშალვა კერესელიძეცეზარ ჩოჩელი
რუსთავი, გარდაბანი ნინო ლაცაბიძედავით კირკიტაძე
ხაშური, ქარელიზაალ დუგლაძენატო ჩხეიძე
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათიბეჟან წაქაძეკახა გეწაძე
ქუთაისი       ზაზა ლომინაძეგრიგოლ ვაშაძე
ზუგდიდი     ირაკლი ჩიქოვანიმალხაზ ჯალაღონია
ბათუმირესან კონცელიძელევან ვარშალომიძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულოანზორ ბოლქვაძემიშა ბოლქვაძე