საქართველოს ცესკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 65 434 ბიულეტენი.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად 48,22%-ით მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

პარლამენტში ასევე რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა:

პარტია/ბლოკიხმათა რაოდენობახმების პროცენტი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“523 12727,18%
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“72 9863,79%
„ლელო საქართველოსთვის“60 7123,15%
„სტრატეგია აღმაშენებელი“60 6713,15%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“60 4803,14%
„გირჩი“55 5982,89%
„მოქალაქეები“25 5081,33%
ლეიბორისტული პარტია19 3141%

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 65 434 ბიულეტენი.

ეს შედეგები 24 საათის განმავლობაში სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.