მსოფლიო დღეს

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა: ბიულეტენები გადაითვლება

სასამართლომ დაადგინა, რომ შტატის სახელმწიფო მდივანმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და ამომრჩევლებს პირადობის დასადასტურებლად დედლაინი გაუხანგრძლივა.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. პენსილვანიის შტატის სააპელაციო სასამართლომ დააკამყოფილა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბის სარჩელი, რომელიც ფოსტით მიღებული საარჩევნო ბიულეტენების დათვლის კანონიერებას ეხებოდა, იუწყება გაზეთი Philadelphia Inquirer.

მოსაზრება: რუსი ჰაკერები ისვენებენ, ანუ ვინ მიიტაცა ნამდვილი ხელისუფლება აშშ-ში

დავა მიმდინარეობს იმ ამომრჩევლების ბიულეტენებზე, რომლებსაც პირადობა არ აქვთ დადასტურებული.

პენსილვანიის კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლებს პირადობის ნამდვილობის დადასტურება არჩევნების დასრულებიდან ექვსი დღის განმავლობაში, ანუ 9 ნოემბრამდე შეეძლოთ, მაგრამ შტატის მდივანმა კეტი ბუკვარმა ეს ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კეტი ბუკვარს, როგორც შტატის მდივანს, არ ჰქონდა უფლებამოსილება, დაეგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის მითითება დედლაინის შეცვლის შესახებ... რათა ზოგ ამომრჩეველს თავისი პირადობა დაედასტურებინა“, — დაადგინა რესპუბლიკელმა მოსამართლე მერი ჰანა ლივიტმა.

გაზეთი Philadelphia Inquirer ტრამპის სასამართლო გამარჯვებას „უმნიშვნელოდ“ აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბარია ბიულეტენების მცირე რაოდენობაზე, რომლებიც არ ჩათვლილა და გავლენა არ მოუხდენია იმ ფაქტზე, რომ ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს შტატში 54 ათასი ხმით უსწრებს.

ტრამპის შტაბი ფიცის ქვეშ მიცემული წერილობითი ჩვენებებით მიმართავს სასამართლოს>>

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართა. ამერიკის მოწინავე მედიასაშუალებებმა, კენჭისყრის შედეგების დათვლის საკუთარ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, გამარჯვებულად დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოაცხადეს. ამას არ ეთანხმება მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის თქმითაც არჩევნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ოფიციალური შედეგები ცნობილი არ არის. ამასთან მის საარჩევნო შტაბს სარჩელები შეაქვს სხვადასხვა შტატის სასამართლოებში და ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს.