„საქმიანი ეზოების“ მოწყობა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს

უწყების ცნობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით „საქმიანი ეზოები“ ვიდეო–სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველა რეგიონში სრულდება „საქმიანი ეზოების“ მოწყობის სამუშაოები, წლის ბოლომდე ქვეყანაში 26 ობიექტი იქნება, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოსახლეობისთვის ხე-ტყის რესურსებით სარგებლობის წესი იცვლება>>

სატყეო სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. კერძოდ, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. საქმიან ეზოებში, სოციალური ჭრები კი ეტაპობრივად გაუქმდება. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხეტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„საქმიანი ეზოები“ – საქართველოში ხეტყის დამზადების პრაქტიკაში ცვლილებებია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „საქმიანი ეზოები“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.

„გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი „საქმიანი ეზოები“ ვიდეო–სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე. წლის ბოლომდე კი ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.