COVID-19 - ბოლო ცნობები

დაიცავით სოციალური დისტანცია ძაღლებს შორის: შვეიცარიელი ვეტერინარები

მანამდე დანიის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა იმ მცდარი გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 17 მილიონამდე წაულა გაანადგურეს.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სოციალური დისტანციის დაცვა შინაურ ცხოველებსაც სჭირდებათ, აცხადებენ შვეიცარიელი ვეტერინარები და ძაღლების პატრონებს მოუწოდებენ, თავიანთი ბინადრები სხვა ცხოველებისგან ორი მეტრის დაშორებით ამყოფონ.

მოეშვით ძაღლებსა და კატებს: მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ინფიცირების რისკს გამორიცხავს

აღნიშნულის თაობაზე შვეიცარიელმა ვირუსოლოგებმა და ვეტერინარებმა გამოცემა 20 Minuten-თან ისაუბრეს.

ვეტერინარ იოჰან კაუფმანის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ადამიანის მიერ გადადებული ვირუსი დიდხანს დარჩეს ცხოველების ბეწვსა და ასევე ცხვირიდან გამონადენში. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საზოგადოებას, დაეცვათ მანძილი არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებს შორისაც.

კერძოდ, ძაღლის სეირნობის დროს არ უნდა დაუშვათ, რომ ის ორ მეტრზე მეტად მიუახლოვდეს სხვა ცხოველს. რაც შეეხება კატებს, მათ პატრონებს ურჩევენ, რომ პანდემიის დროს ისინი საერთოდ არ გაუშვან ქუჩაში.

„ჩვენ შევცდით“: დანიის ხელისუფლება ბოდიშს იხდის წაულების განადგურებისთვის>>

ცხოველებს შორის დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს ბერნის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ფოლკერ თილიც.

„სოციალური დისტანცირება ისეთივე სასარგებლოა შინაური ცხოველებისთვის, როგორც ადამიანებისთვის. ეს ღონისძიება საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე დავიდეს იმის ალბათობა, რომ შინაური ცხოველი სხვა ცხოველს ან ადამიანს დააინფიცირებს“, — თქვა მან.

მანამდე დანიის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა იმ მცდარი გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ყველა წაულა — 15-დან 17 მილიონამდე ცხოველი გაანადგურეს.