ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ ნოემბრის თვეში რამდენიმე რეისი გააუქმა

ნოემბრის თვეში გაუქმებულია ფრენები თბილისი-ვენა-თბილისი, თბილისი-ბერლინი-თბილისი, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ (Georgian Airways) COVID-19-ის რეგულაციებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ნოემბრის თვეში ფრენები შეამცირა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთმა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდა

ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. თუმცა, საქართველოს საჰაერო საზღვარი 31 ოქტომბრამდე დაკეტილი რჩებოდა. ნოემბერში კი გარკვეული რეგულარული რეისების განახლება დაიგეგმა.

„22 ნოემბერი - თბილისი-ვენა-თბილისი - გაუქმებულია; 18, 25 ნოემბერი - თბილისი-ბერლინი-თბილისი - გაუქმებულია; 13, 20, 27 ნოემბერი - თბილისი-პარიზი-თბილისი - გაუქმებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ავიაკომპანიის სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: info@georgian-airways.com, online@georgian-airways.com.

ავიაკომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს გამოწვეული დისკომფორტისთვის.