საქართველოში 10 ტონა პოლიეთილენის უკანონო შემოტანა აღკვეთეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ტრაილერის მძღოლს საქართველოს ტერიტორიაზე პოლიეთილენი შემოჰქონდა, რომელზეც ჩენს ქვეყანაში აკრძალვა მოქმედებს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

თბილისის მერია პოლიეთილენის პაკეტებთან ბრძოლას იწყებს

მებაჟე ოფიცრებმა „ბათუმის" ეკონომიკურ ზონაში საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი გამოავლინა. საუბარია პოლიეთილენის ფირზე, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60,1 ათასი ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალა ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების გამოყენება, წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი.

ამჟამად დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და მომხმარებლებისთვის შეთავაზება. აკრძალვის მთავარ მიზანს გარემოს დაბინძურების შემცირება წარმოადგენს.