გაციება და სანელებლები: როგორ ვებრძოლოთ დაავადებას

ექიმის თქმით, სანელებლებით არა მარტო იმუნიტეტის გაძლიერება, არამედ დაავადების სიმპტომების შესუსტება და ტკივილის განეიტრალებაც კი არის შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შემოდგომის ცივ და წვიმიან ამინდებში სანელებლები გაციების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში შეიძლება დაგვეხმაროს, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ექიმმა ირინა ლიზუნმა.

ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები

სპეციალისტის თქმით, სანელებლები უნიკალური საკვები პროდუქტებია. გარკვეულწილად, ეს იგივე ბიოლოგიურად აქტიური დანამატებია, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე, შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, ანტიოქსიდანტებს, იშვიათ მიკროელემენტებსა და ბიოფლავონოიდებს.

„გირჩევთ გამოიყენოთ სანელებლები არა მარტო შემოდგომაზე, არამედ ჩვევად იქციოთ მათი მიღება ყოველი კვებისას. ნუ დაივიწყებთ შავ პილპილს, რომელიც ნაღველმდენია და ამასთან შეიცავს ბევრ ეთერზეთს“, — გვირჩევს ექიმი.

სპეციალისტის თქმით, შემოდგომაზე სანელებლებით შეიძლება მომზადდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი და გამათბობელი სასმელები: ჩაის შეგიძლიათ დაამატოთ ანისული, ილი, დარიჩინის ჩხირი; ან მოადუღოთ გლინტვეინი სპეციალურად შერჩეული სანელებლებით (იყიდება გამზადებული) — ოღონდ არა ალკოჰოლზე, არამედ, მაგალითად, ალუბლის ან ყურძნის წვენზე.

ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება>>

გარდა ამისა, გამათბობელი სასმელი შეგიძლიათ კარკადეს ტიპის ჩაის ბაზაზეც მოამზადოთ — კენკრის დამატებით (როგორც C და E ვიტამინების დამატებითი წყარო), რაც ასევე იქნება გარკვეულწილად იმუნური სასმელი.  

ექიმის თქმით, სანელებლებს ასევე შეუძლია შეგიმსუბუქოთ ყელის ტკივილი და შეასუსტოს ხველა. მაგალითად, ყელის ტკივილის დროს კარგია სანელებლებიანი წყლის გამოვლება. ხოლო მშრალი ხველების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე თაფლითა და სანელებლებით.