საზიანო ჯანმრთელობისთვის: დასახელდა ქათმის ნაწილები, რომელთა ჭამაც არ შეიძლება

იაპონელი ექსპერტები ასახელებენ ფრინველის ხორცის იმ ნაწილებს, რომელთა ჭამაც სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქათმის ხორცი ძალიან ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის, თუმცა ამ ფრინველის ზოგი ნაწილის ჭამა ზიანს აყენებს ორგანიზმს, წერენ იაპონური პორტალის Sohu-ს ექსპერტები.

მათი თქმით, რეკომენდებული არ არის ქათმის კურტუმის ჭამა, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით პარაზიტი და ბაქტერია გროვდება. შესაბამისად, ამ ნაწილის ხშირი მიღება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

უნდა მიირთვათ თუ არა ქათმის ფილე: დიეტოლოგი განმარტავს

იაპონელი ექსპერტები ასევე არ გვირჩევენ ქათმის ფილტვების ჭამას, ვინაიდან მათში არსებული პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია. როგორც ირკვევა, ქათმის ფილტვებში მობინადრე „მავნებლები“ საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებენ.

კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებების ბუდედ მიიჩნევა, ეს ქათმის თავია. ხოლო რაც შეეხება კანს, ის არაფერ სასარგებლოს არ შეიცავს, გარდა დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ზედაპირზე მობინადრე პარაზიტებისა და ბაქტერიებისა.

იაპონელი სპეციალისტების თქმით, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ქათამში — ეს მკერდია, ანუ თეთრი ხორცი, რომელიც მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით.