ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო

ქართველ სპორტსმენს მომდევნო მეტოქესთან 20 ორთაბრძოლა აქვს გამართული და აქედან 12 ტოჩინოშინის მოგებით დასრულდა
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი  — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე ასპარეზობა წაგებით დაიწყო.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, ვერ გაუძლო ტამავასის ბიძგებს და ტურნირზე პირველი შავი ბურთულა დიმსახურა.

კიუსიუს მეორე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ტაკარაფუძის შეხვდება. სუმოისტების პირადი შეხვედრების ბალანსი - 12:8 ქართველი სპორტსმენის სასარგებლოდ.

იმპერატორის თასზე ნოემბრის ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.