COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში: სამეგრელო-ზემო სვანეთი მესამე ადგილზეა

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში გამოვლენილი COVID -19 ის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 1000-ზე მეტი შემთხვევა საქართველოს დედაქალაქზე მოდის, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

თენგიზ ცერცვაძე: ვინც პირბადეს არ იკეთებს, ის შეგნებულად ზრდის ინფექციის მაჩვენებელს

დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, იმერეთში – 340, შიდა ქართლში – 199, ქვემო ქართლში – 181, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, გურიაში – 68, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი.

უწყების ცნობით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო  საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში –  14 ადამიანი, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – რვა, შიდა ქართლში – სამი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნულია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებული წაულები კიდევ ხუთ ქვეყანაში აღმოაჩინეს

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680.

4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 316, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში – 332, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი,  მათ შორის, თბილისში – 160, აჭარაში – 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 – აჭარაში, ხოლო 971 – თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში არის 2 964 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 296.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 13 227 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 324 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 5 326 პირი, აჭარაში – 16 226, იმერეთში – 4 305.