ვაკეში Axis Towers-ის შენობასთან ხანძარია

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ვაკეში, აბულაძის ქუჩაზე მდებარე Axis Towers-ის („აქსის თაუერსი") შენობასთან ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი აბულაძის ქუჩაზე 50 კვ მეტრი ფართობის ღობეს უკიდია.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.