პუტინმა და მაკრონმა ტერორიზმთან ბრძოლა და ყარაბაღში არსებული სიტუაცია განიხილეს

ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის უსწრაფესი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების აღდგენისათვის დგამს
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მხარეებმა ორმხრივი და საერთაშორისო საკითხები განიხილეს, ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე.

ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის ახალ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა

საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთში ბოლოდროინდელ ტერაქტებთან დაკავშირებით პუტინმა და მაკრონმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ბრძოლა ტერორიზმსა და ყველა მის გამოვლინებასთან.

პრეზიდენტებმა ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება მთიან ყარაბაღში მიმდინარე ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით და მათში სირიიდან და ლიბიიდან ჩასული ექსტრემისტების სულ უფრო აქტიური ჩართულობის გამო.

„ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის უსწრაფესი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების აღდგენისათვის რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებმაც პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა უზრუნველყონ. დადასტურდა ორმხრივი განწყობა გაგრძელდეს რუსეთისა და საფრანგეთის კოორდინირებული საშუამავლო ძალისხმევა, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ძალისხმევის აქტივიზაციას ლიბიაში ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაციისთვის და აღნიშნეს, რომ რუსეთსა და საფრანგეთს ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მსგავსი პოზიციები გააჩნიათ.

„განხილულია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესება კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კუთხით, ვაქცინების შემუშავება-წარმოების დარგში რუსულ პროფილურ სტრუქტურებსა და პასტერის ინსტიტუტს შორის კავშირების დამყარების ჩათვლით“, - განაცხადეს კრემლში.