პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

პეკინის გამზირის N4-დან ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთზე გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იწყება, იუწყება თბილისის მერია.

კერძოდ, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთზე გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.