თოვის გამო თუშეთის გზა ჩაიკეტა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რთული, მაღალმთიანი რელიეფის გამო ხშირად ხდება გზის სავალ ნაწილზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლა და ქვათაცვენა.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უამინდობისა და თოვის გამოა აკრძალული.

საქართველოს ყველაზე საშიში გზა თოვის გამო დაკეტილია

მანამდე, 3 ნოემბერს უკვე აიკრძალა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს 18-72 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის 1-12 კილომეტრ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რთული და მაღალმთიანი რელიეფის გამო გზის სავალ ნაწილზე ხშირად ხდება ქვათაცვენა.

ამ საავტომობილო გზის 18-72 კმ მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, ეს მონაკვეთი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.

პირიქითა თუშეთი: მთათა შორის და კლდეთა ახლოს>>

აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და, შესაბამისად, საავტომობილო მიმოსვლა ზამთარში აკრძალულია.