თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სენსაციურად დამარცხდა ამერიკელ ჯაიდინ აიერმანთან ანგარიშით 1:4. ორთაბრძოლა აიოვაში Hawkeye Wrestling Club Showdown Open-ის შოუს ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ამერიკელი ფალავნის სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 1:0. მეორე ნახევარში აიერმანმა ფეხებში ორი წარმატებული შეტევა ჩაატარა, რაზეც ხინჩეგაშვილმა მხოლოდ ერთი აქტიური მოქმედებით უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ აიერმანს სხვა ქართველ მოჭიდავესთან კიდევ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული. 2018 წელს Poland Open-ის ტურნირზე მან ბექა ლომთაძე დაამარცხა.
აიერმანი - აშშ-ის 23 წლამდელთა ნაკრების ლიდერია და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფალავნად მიიჩნევა.