რთველი პანდემიის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ქართველი ფერმერები სახელმწიფოს და კერძო სექტორის დახმარებით ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ფერმერი–მეღვინეების დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, კახეთში ამ მომენტისათვის უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 270 ათასი ტონა ყურძენი.