მარტვილში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 362.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფორმაცია დაადასტურა მარტვილის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ.

ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯანაშიას თქმით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. თავიდან სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა PCR-ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ PCR-ტესტის პასუხი ქალის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 წლის ქალი, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, რაიმე ქრონიკული დაავადება არ აღენიშნებოდა.

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა >>

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შვიდი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში - ხუთი, იმერეთში - ექვსი, შიდა ქართლში - ერთი, ასევე მცხეთა-მთიანეთში - ერთი ადამიანი.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.