თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკომ ამ დროისთვის დაამუშავა 38 ქვეყნის 52 უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვით პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები ამგვარად გადანაწილდა:
პარტია | ხმების რაოდენობა | პროცენტი საერთო რაოდენობიდან |
ბლოკი „ძალა ერთობაშია" | 5481 | 45,34% |
„ქართული ოცნება" | 3508 | 29,02% |
„ევროპული საქართველო" | 390 | 3,23% |
„ლელო საქართველოსთვის" | 363 | 3% |
„სტრატეგია აღმაშენებელი" | 236 | 1,95% |
„პატრიოტთა ალიანსი" | 68 | 0,56% |
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ პროპორციული სისტემით კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ – ცნობილი გახდა შედეგები