ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს კორონავირუსი ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან ვირუსი მისი დაცვის რამდენიმე წევრს გამოუვლინდა.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავს კარგად გრძნობს, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ნათია მეზვრიშვილს კოვიდ-ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

„დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის“, - წერს მეზვრიშვილი.
გამყრელიძე: თავი შეიკავეთ დიდი თავყრილობებისგან, ეს ეპიდაფეთქების წყაროა

დღეს კორონავირუსი ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან ვირუსი მისი დაცვის რამდენიმე წევრს გამოუვლინდა.

კოვიდ-ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.