კორონავირუსის საფრთხე: პრემიერი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება

მთავრობის მეთაურის თანამშრომელს, რომელთანაც გახარიას გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა კვირას, საღამოს განაცხადა.

 „სამწუხაროდ, მე ახლა მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში მიწევს, რამდენადაც ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია მქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად თვითიზოლაციაში გადავედი და ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“,– დაწერა გახარიამ საკუთარი Facebook–გვერდზე.