ოპოზიცია კარვების გაშლას ცდილობს – რა ხდება პარლამენტთან

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია სოლოლაკში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გამართეს.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik.  საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

ოპოზიცია: რეზიდენციასთან აქციებს ყოველდღიურად გავმართავთ

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებენ, რის შესაძლებლობასაც  მათ პოლიცია არ აძლევს.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბნენ – ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

საპროტესტო აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა,  რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქცია სოლოლაკში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გამართეს. მათი თქმით, ისინი ყოველდღიურად  19:00 საათზე შეიკრიბებიან, ვიდრე ხელისუფლება განმეორებით კენჭისყრას არ დანიშნავს.

საქართველოს პარლამენტთან დაძაბული ვითარება ამ დრომდე გრძელდება.

ცესკო: დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტზე მეტი>>>

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99%–ზე  (პროპორციული სიები) მეტი, რომლის თანახმად ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართულმა ოცნებამ“  48,16% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,012%. გავრცელებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტში შვიდი პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მოხვდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.