თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3202 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 83.23%.
ცესკო: თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი>>
„ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. თავდაპირველად მმართველ პარტიას 54%–ზე მეტი ჰქონდა.
პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – 48.34%
- „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.43%
- „ევროპული საქართველო“ – 3,78%
- „ლელო“ – 3,26%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,2%
- „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,16%
- „გირჩი“ – 3,06%
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,4%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.
დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.
საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.