ზუგდიდში საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა იჩხუბეს

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ",  უბანთან მყოფი საჯარო მოხელეები აგიტაციაში დაადანაშაულა.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. რამდენიმე ადამიანი დაშავდა ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

კოვიდსასტუმროებში მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობენ: უბნები 20:00 საათზე დაიხურება

ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა უბანთან მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინახა და მმართველი პარტიის საჯარო მოხელეები აგიტაციაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებით კი ის ამ საარჩევნო უბანთან ახლოს ცხოვრობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მე-80 საარჩევნო უბანთან ვითარება განმუხტულია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.