ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ კენჭისყრის პროცესში მისი პარტიის დამკვირვებლებმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა გაყალბება თავიდან იქნას აცილებული.

გლდანში დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა - ვიდეო >>

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესში მისი პარტიის დამკვირვებლებმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს.

ჩხუბი და შეურაცხყოფა: შსს-მ ექვს სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

„მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ფაქტია, „ქართული ოცნების“ მომხრეები, კოორდინატორები, სუს-ის და პოლიციის ცალკეული წარმომადგენლები ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩევიან უბნებზე. მაგალითად: საბურთალოზე 87-ე უბანზე ჩვენი თბილისის შტაბის ხელმძღვანელს, ოთარ თავართქილაძეს, რომელიც „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 36,45%-ს შეადგენს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

საქართველოში პირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ტარდება.