„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თავისი არჩევანი ფოთში გააკეთა

გიგა ბოკერია ელოდება, რომ დღის ბოლოსათვის საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების მომსწრე გახდებიან.
Sputnik

31 ოქტომბერი, ფოთი - Sputnik. ფოთში, საკუთარი არჩევანი „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. მან ხმა ფოთის მე-13 საარჩევნო უბანზე მისცა, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ფოთიდან. 

გიგა ბოკერია საარჩევნო უბანში მეუღლესთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, ქვეყანა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია და დღის ბოლოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოლქში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

მარნეულის ერთ–ერთ უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყდა

„ჩვენი ამოცანა არის ყოველგვარი ექსცესების გარეშე შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეს შედეგი უნდა დადგეს დღის ბოლოს"-განაცხადა ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარობის კაბდიდატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან თქვისი არჩევანი მეუღლესთან ერთად ფოთში N 13 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

ნიკა ლატარია