„ხმა მომავალს მივეცი": პრემიერმა გიორგი გახარიამ თავისი არჩევანი გააკეთა

მთაწმინდის რაიონის 42-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე საქართველოს პრემიერი მეუღლესთან ერთად მივიდა
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მივეცი ხმა ისეთ საქართელოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღეს, განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. საარჩევნო უბანზე მისულ პრემიერს რიგში დგომა მოუხდა.

„ხმა მომავალს მივეცი": პრემიერმა გიორგი გახარიამ თავისი არჩევანი გააკეთა

ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა>>

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს.

„ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამეტზე აშენებულ ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს; სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. წარსულში დაბრუნება არავის წარმოუდგენია. მე მომავალს მივეცი ხმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა>>

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.