შსს: ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მოვახდენთ ძალიან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დრომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დაპირებისამებრ, შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ.

ცაციაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

შსს-ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

„რეგიონებში შექმნილია პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც იქნება ინცინდენტი თუ სამართალდარღვევა, მოახდინონ ძალიან დროული რეაგირება. ამ დროის მდგომაროებით იყო მცირე ინცინდენტები, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

ცაციაშვილის ინფორმაციით, შსს არ დაუშვებს, რომ საარჩევნო პროცესი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.

„ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რათა შეძლონ თავისუფალი არჩევანის გამოვლენა. ამიტომ, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელიც ამ მიზნით იქნება განხორციელებული, მოვახდენთ ძალიან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

არჩევნები 2020: დაფიქსირდა პირველი დარღვევები>>

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს 150 დეპუტატს აირჩევენ.